გავა დრო, ოდესმე აუცილებლად მოგვიწევს შეხვედრა. შევხვდებით, ყველაზე მოულოდნელ, ყველაზე მშვიდ სიტუაციაში, შევხვდებით მაშინ, როდესაც ერთმანეთის მიმართ, არანაირი გრძნობა არ გვექნება შემორჩენილი, არც სიყვარული (ჩემი მხრიდან) და არც სიძულვილი (შენი მხრიდან), მაშინ როდესაც გულისტკენა ღრმა წარსულში იქნება ჩარჩენილი და ცხოვრება გამოვლილი ადამიანები გვერქმევა... შევხვდებით და უსიტყვოდ გავაგრძელებთ საუბარს, ზუსტად ისე, როგორც ოდესღაც შეგვეძლო. მაშინ, როდესაც ჩვენ ურთიერთობას ვაგებდით, როდესაც მე უსიტყვოდ ვიცოდი რა გსურდა, შენ კი უსიტყვოდ მადლობას ამბობდი... იმ დროს, ყველაზე მშვიდები, ყველაზე თბილები და რაც მთავარია, მხოლოდ ჩვენი სამყაროთი მცხოვრები ვიყავით. მხოლოდ ჩვენ და ჩვენი სიმშვიდე, სიჩუმე და სიყ