შენს ერთ სხეულში ორი გული ცემს ტრიალ მინდორში კექსის სუნი გცემს გულს რა გიჩუყებს ხშირად არ იცი გულაღმა წევხარ იღლები ვიცი ძაღლი ყეფს მუცელს ბალიშს აფარებ ცალ ხელს საბნის ქვეშ ჩემსკენ აპარებ მერე მაღვიძებ ალბათ მოგშივდა შენ თავს იმართლებ იმას მოშივდა ჩემი პერანგიც აღარ გეტევა ხელის გულზე ვგრძნობ მის შემოტევას ორი თვეცაა და სექტემბრის ბოლოს გულზე დავისვავ ცისთვალა გოგოს ♥♥♥♥