ზაქარია ფალიაშვილმა თავისი შემოქმედების ცენტრალურ ოპერაზე “აბესალომ და ეთერზე” მუშაობა 1910 წელს დაიწყო. ხალხური თქმულების “ეთერიანის” სიუჟეტზე ნაწარმოების შექმნის იდეა კომპოზიტორს ცნობილმა პედაგოგმა და ლიტერატორმა პეტრე მირიანაშვილმა მიაწოდა, რომელსაც დიდი დამსახურება მიუძღვის “აბესალომ და ეთერის” შექმნაში. მან არა მარტო შეადგინა ლიბრეტოს ტექსტი, არამედ მხარში ედგა კომპოზიტორს იმ წლების მანძილზე, როდესაც იგი ამ ოპერაზე მუშაობდა. ოპერის ლიბრეტო ხალხური თქმულების მთლიანი სახით წარმოდგენის საინტერესო ცდაა.პირველად იგი 1908 წელს დაიბეჭდა ჟურნალ “ფასკუნჯში”. პეტრე მირიანაშვილმა ხალხური თქმულების ტექსტის გარდა ლიბრეტოში გამოიყენა ვაჟა-ფშაველას პოემის ცალკეული სტროფები, ხალხური “ვეფხისტყაოსნისა” დ