მე მე ვარ ჩემი თავგადასავლებით, ჩემი ცოცხალი გრძნობებით, ოცნებებით, ტკივილებით, საკუთარი გზითა და ბედისწერით და მე ვივლი აქ ჩემებურად, კეთილი გულით, ცოტა მეოცნებე იერითა და მეტყველი თვალებით. ვიბოდიალებ მზის ამოსვლისას, წვიმის დროსაც, ქარშიც, ღრუბლიან ამინდშიც და მოვუსმენ საკუთარ ფიქრებს და იმ სამყაროს, რომელშიც მე ვარსებობ ეხლა.