გადაწოლილა ფოთლებზე წვიმა,
ჩასძინებია დაისზე ქარებს,
და,მზის სხივებში ჩაძირულ დილას,
შენი სხეულის სურნელი ავსებს.
იცი,სულისავ,როცა ჩემთან ხარ,
შენით არყოფნის ნატვრით ვინთები,
დღეს უფრო მეტად მიყვარხარ,თუმცა,
მე მთელ ცხოვრებად,სუნთქვად მჭირდები.
სულს ჩამოვრეცხე სიმორცხვე ვნების,
სარკმლიდან სიო შემოვიტყუე,
ნაომარ გულთან შეშლილი ეჭვით,
არ მიყვარხარო,ვერ მოვიტყუე.
ვერთქმული გრძნობა ჩემში ხმაურობს,
დაბნეულ ღიმილს ბაგით ვეხები,
არცერთი წამი,არცერთი წუთი,
სხვისი თვალისთვის არ მემეტები.