შენგან თუ წავალ,მინდა იცოდე უკან არასდროს დაგიბრუნდები, ყველა ტკივილებს სულში ვიხორცებ, მწარე წარსულად მომაგონდები. ჩემი ცხოვრება ერთი წიგნია, ყველა აბზაცი ცრემლებნარევი, ბევრი ვეცადე გადამეშალა, კვალი დატოვე ნაიარევი. მე ის ბიჭი არ ვარ, ვინც სიყვარულით, სითბოთი სავსე გული გაჩუქა, არ დააფასე,არ გაუფრთხილდი, არ მოეფერე ღმერთის საჩუქარს. თუ სიმარტოვემ შემოგიტია, მინდა წარსულში გადაგახედო და თუ წავედი, მე მომიტევე, თვალებში მეტად აღარ ჩამხედო. ბედნიერება ფული არ არის, ბედნიერება სიყვარულია, მზე მაშინ ნათობს ცის კამარაზე, როცა ღრუბლები მიმალულია. გულს თუ ბზარები ერთხელ გააჩნდა, გამთელებული სად გინახია, თუმცა დამსხვრევას ბევრჯერ გადარჩა, წლებმა ტკივილი შემომახვია. მე დავამთავრებ იმ ბოლო ფურცელს მ