როცა შენს ირგვლივ ერთი და იგივე ადამიანები ტრიალებენ, როგორღაც თავისთავად ხდება, რომ ისინი შენს ცხოვრებაში იჭრებიან, მერე კი თანდათან იმას ცდილობენ, რომ როგორმე შეგცვალონ და თუ მათი სურვილისამებრ არ შეიცვლები, ბრაზდებიან. ყოველმა მათგანმა ხომ ზუსტად იცის როგორ უნდა იცხოვრო ამ ქვეყნად, ოღონდ რატომღაც საკუთარი ცხოვრება ჯერ ვერ აუწყვიათ."