"არვიცი რატომ ხდება ასე, თითქოს ცხოვრების კანონი იყოს, რომ ადამიანები ყველაფერს მაშინ ვაფასებთ როცა ვკარგავთ, ყველაფერს გვიან ვიაზრებთ და მაშინ ვიწყებთ საკუთარი თავის გამოსწორებას, როცა უკვე ძალიან გვიანია. ხშირად გვგონია, რომ ბედნიერი წუთები მარადიულია, რომ იგი არასდროს დამთავრდება, მაგრამ სულ მალე ვხვდებით, რომ ეს ჩვენივე შექმნილი ილუზიაა, ტყუილია, რომელსაც მუდმივად ვაჯერებთ თავს და ვცდილობთ შევქმნათ ისეთი ფერადი, უდარდელი სამყარო, როგორიც ჩვენს ოცნებებშია. თუმცა რეალობა სრულიად უფერული, უინტერესო, რუტინულია და სწორედ ამიტომ, ჩვენი ყოველი მცდელობა უდიდესი კრახით სრულდება. ყველაფერი რაც ოდესღაც ჩვენში ბედნიერებისგან ადრენალინის გრძნობას იწვევდა, მოგონებად გადაიქცევა, იმ მოგონებად, რომელსაც