ვინ ამბობს, რომ მამაკაცს უნდა ეპატიოს ის, რაც ქალს არ მიეტევება?! ოჯახის ღალატი ერთდროულად დიდი სირცხვილიცაა და დიდი ცოდვაც. მრუშობა მრუშობაა და სიძვა - სიძვა. რა მნიშვნელობა აქვს, ვინ ჩაიდენს ამას - ქალი, თუ კაცი? ნებისმიერ შემთხვევაში, ეს მომაკვდინებელი ცოდვაა. შეიძლება დაუოჯახებელი სცოდავდეს, მაგრამ ამით ის ზიანს საკუთარ თავს აყენებს, მაგრამ დაოჯახებული ადამიანის მიერ ჩადენილი მრუშობა უფრო მძიმე და გამოუსწორებელია, რადგან ამ შემთხვევაში ეს ცოდვა მთელ მის ოჯახზე ვრცელდება. ამიტომ, ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ მისი არასწორი საქციელის გამო შეიძლება მისი ოჯახის წევრები დაზიანდნენ. სიძვა და მრუშობა ქალისთვისაც უმძიმესი ცოდვაა და მამაკაცისთვისაც. თუმცა, ამის მიუხედავად, ჩვენს ქვეყანაში მართლ