კიდევ რას მიმზადებ ჩემო ბედისწერავ?! ნეტავ რა ქარიშხალს უნდა შემაბრძოლო?! ისე დავიღალე აღარც სურვილი მაქვს , გრიგალს და ქარაშოტს ისევ შევებრძოლო..... გულში იარები ისევ ულევი მაქვს, ისევ სულს მიესერავს შენი მარწუხები. შენ არ დაიღალე ჩემო ბედისწერავ?! სულ რომ მეჯიბრები, სულ რომ ეკლად მხვდები?! ნუთუ ვერ დარწმუნდი რომ, ვერ დამაჩოქებ ?! ამ მღვრიე ტალღების ასე აზვირთებით! რწმენად გაბრწყინებულ სანთლებს ვერ ჩამიქრობ! ჰოდა დამნებდი და ნუღარ მექიშპები ...!!!
სიბრძნეს მრავალი თვისება ახლავს, მათ შორის, ერთი არის დუმილი. ზოგჯერ საჭირო არ არის, ყველას, გაუზიარო შენი წუხილი.თავშეკავება, დინჯი პასუხი, არის რჩეული, კაცის თვისება. ხშირად უსიტყვო გამოხედვაშიც, ჩანს გონიერი კაცის ღირსება.