ძმაკაცების სიყვარულში სანთელივით დავდნები აღელვებულ ზღვაში შევალ შუა ცეცხლში ჩავდგები ატამივით ავყვავდები შაქარივით დავტკბები ჩემს მეგობარს სისხლს ვაჩუქებ ლუკმას გავუზიარებ წყლულზე წამლად დავედები მოუშუშებ იარებს არაფერზე არ გავყიდი არავის არ ვაჭიდებ სადაც ენა მიმიწვდება სულ ვაქებ და ვადიდებ მერე ძმობას შევთავაზებ დავუნათესავდები ძმაკაცების კაცობაზე მე ვიქნები თავდები ძმაკაცების სადღეგრძელო როცა შემოპრინდება გული გამიხალისდება სახე გამიბრწყინდება სანატრელი სახეები სანთელივით ინთება ძმაკაცებთან ჩახუტება უფრო მეტად მინდება ჩვენს მეგობრებს გაუმარჯოს საძმაკაცოს დიდება.