ლხინში ბევრს გაახსენდები,
ჭირში ახსოვხარ ცოტას,
გაივლის დრო და მიხვდები,
ვინც იმსახურებს ძმობას...
კაცი მეგობრით ცოცხლობსა,
მეგობრობაა მთავარი,
შენს ჭირს ვინც არა გლოვობსა,
ის მეგობარი არ არის...
მეგობრობისთვის, რას ამბობ,
არ დავიშურებ თავსაო,
მას სულის წადილს გავანდობ,
აღვიქვამ, როგორც ძმასაო...
და მეგობარიც დამიცავს,
თავისი სისხლის ფასადა,
ერთმანეთს გულში ჩავიკრავთ,..
ერთობა გასტეხს ქვასადა!! :)