ჩემი თვალებიდან ბილიკს დავადგები, მინდა, შენს გულამდე, გზა რომ გავიარო, გულში ჩაგეხუტო, მერე ჩემებურად, ძველი ტკივილები, მსურს, რომ დაგიამო, ჩემი ოცნებებით შენში ვიკარგები და ამ სიყვარულში, მინდა ვაღიარო, ვნებადანათლული იწვის მდუმარება, მგონი, ჩვენი სუნთქვა ხდება საზიარო, სხეულს მოსდებია მთვარის ათინათი, უნდა, შენით სავსე, გულში გაიაროს, როცა ვარსკვლავები ზეცას მოსწყდებიან, მინდა სიყვარული, ჩვენით, დაიღალოს, იცი? ბედნიერი ცრემლი მოვაგროვე, წამის უკვდავებას მინდა გაზიარო, მერე, სამუდამოდ, გულში ჩაკრულებმა, ეს გზა, სიკვდილამდე, ერთად გავიაროთ...