გარდა საკუთარი სულისა, მონაზონი ყველა ცოცხლისა და ყველა გარდაცვლილისთვისაც ზრუნავს. ნამდვილი საღმრთო სიყვარული ბერისა ჩანს იმ ტკივილში, საკუთარი სულისა და მთელი სამყაროს გადარჩენისთვის რომ განიცდის. ღვთისადმი მიძღვნილი ბერის სული არა მარტო ნათესავს, არამედ თანამემამულეებსაც შეეწევა. ამიტომაც მცირე აზიაში ასეთი ტრადიცია ჰქონდათ - თითოეულ გვარს ერთი ბერი მაინც უნდა ჰყოლოდა მისთვის მლოცველი.