ქრისტე-შობის ღამე დგება, ჩაიფიქრე სურვილი, ამ დროს ყველა ქრისტიანი ტაძარშია მისული, ბებიასგან, ბაბუასგან მახსოვს, გამიგონია... სასწაული როცა ხდება ქრისტე-შობის ღამეა. სანთლით ხელში ხატების წინ მრევლი უამრავია, ყველას თავის სატკივარი ღმერთთან მოუტანია, ხატს შესცქერის, სანთელს ანთებს ცრემლიანი თვალებით... ღმერთო ყველას აუსრულე ჩანაფიქრი ნათელი. ქრისტე-შობის ღამე დგება, მეც ბევრი მაქვს სათქმელი, პირადულზე ბოლოს შეგთხოვ, საერთო გვაქვს რამდენი... დაიფარე საქართველო ავი განზრახვებისგან, დაგვილოცე მიწა-წყალი... ჩვენი მთაც და ბარიცა. ღმერთო ყველას დაეხმარე, გაჭირვებულს, ავადმყოფს, დაეხმარე პატიმარსაც, მთლად მოწყვიტეს სამყაროს. შეგვისრულე ყველა თხოვნა, რაც გულსა გვაქვს დარდებად, ქრისტე-შობის ღამეს ყვ