თოვდა. ღრუბელი სევდიანი ზღაპრების გუდა რა ნაადრევად დაბერებულს აჰკიდეს ქალაქს?! თოვდა... მთაწმინდა დაეხურა რუსთაველს ქუდად ანძა კი ქუდზე მიმაგრებულს მოჰგავდა კალამს... თოვდა და ზამთარს უწეწავდა ნიავი ფაფარს ეცვა მოედანს ორი ზომით ვიწრო მიტინგი თოვდა... ქართველთა ერთადდგომის ბოლო მითი კი ტყის ბილიკივით დაეფარა ფიფქების საფარს. თოვდა,ამინდის მუნჯურ კინოს მივაყურადე და ხსოვნის კადრზე აღიბეჭდა ერთი სურათი: ორი სამი თვის ლეკვი თოკით მოჰყავდა პატრონს... ლეკვი ქუჩაში არაერთხელ მენახა სხვა დროს.. .მენახა თოკით,პირსაკრავით,სკვერში თუ ბაღთან, მაგრამ მგლის ლეკვი არასოდეს მენახა ნაღდად... არაძაღლური მზერა ჰქონდა,სულის ამღლეტი და მის თვალებში ბობოქრობდა მთელი სამგლეთი.. .ჰო,მის თვალებში (ბოდიშ