მე ხომ მგელი ვარ თავისუფალი,ვერ შემაშინებს შიმშილი თოვა, ჩემი კანონი მუდამ კანონობს,ჩემს ძმობაში ხომ არ არის მტრობა. როცა ზამთარში ფარას ვეწვევი, თქვენ კი ძაღლებო დამხვდებით ავად, მუდამ გახსოვდეთ რომ მე გჯობივართ, ჩემი ბილიკი არის თქვენს ხატად. თქვენ ძაღლები ხართ მოღალატენი საჭმლის გულისთვის ხალხს ემონებით, თუ კი პატრონმა ზურგი გაქციათ, წახვალთ და უცხოს მიეკედლებით. მე არ მაშინებს თქვენი სიმრავლე, თქვენი პატრონის ნასროლი ტყვია, მე შეიძლება ბრძოლაში მომკლათ,ვერ დამაჩოქებთ მე >>> მ.გ.ე.ლ.ი <<< მქვია.!