კატალონიის "ბარსელონასა" და ბრაზილიის ეროვნული ნაკრების სუპერვარსკვლავი, ნეიმარ ჟუნიორი, შესაძლოა, რომ მალე 2015 წელს გატანილი გოლების რაოდენობით, მესისა და რონალდუს დაეწიოს.
23 წლის ბრაზილიელს ამ დროისთვის 2015 წელს 37 გოლი უგროვდება. "რაიოს" კარში გატანილი პოკერის შემდეგ, მან ობამეიანგს გადაუსწრო.
2015 წლის საუკეთესო ბომბარდირები:
1) მესი - 45 გოლი
2) რონალდუ - 43 გოლი
3) ლევანდოვსკი - 40 გოლი
4) ნეიმარი - 37 გოლი
5) ობამეიანგი - 33 გოლი
6) იბრაჰიმოვიჩი 32 გოლი
* სტატისტიკაში მოცემულია, როგორც საკლუბო, ასევე ეროვნული ნაკრების მაისურით გატანილი გოლები.
------------------ა-ხ-ა-ლ-ი ა-მ-ბ-ა-ვ-ი:_ მესი ელ კლასიკოზე ითამაშებს: --------------- დღეს "ბარსელონას" გულშემატკივრებისთვის სასიამოვნო ინფორმაცია გავრცელდა - კლუბის არგენტინელი ფორვარდის, ლიონელ მესის მკურნალობა წარმატებით მიმდინარეობს.არგენტინელმა მუხლის მყესის ტრავმა "ლას პალმასთან" შეხვედრის დროს მიიღო. მას გამოსაჯანმრთელებლად 7-8 კვირა უნდა დასჭირვებოდა, სწორედ ამ დროზე იყო გათვლილი გრაფიკი. ლეოს ყავარჯნებით 2 კვირის განმავლობაში უნდა ესარგებლა, დღეს კი მან ყავარჯნების გარეშე გაიარა. ტრავმის მიღებიდან მხოლოდ 1 კვირა გავიდა, შესაბამისად გრაფიკი შემცირდა.დღეიდან იგი ფიზიოთერაპიის კურსს დაიწყებს, აღნიშნული კურსი ერთი კვირის მანძილზე გაგრძელდება, მკურნალობას, ფიზიოთერაპევტი