დღეს ქველმოქმედის, ბიზნესმენისა და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის - ბიძინა ივანიშვილის დაბადების დღეა
ბიძინა ივანიშვილი დაიბადა 1956 წლის 18 თებერვალს საჩხერის რაიონის სოფელ ჭორვილაში. 1973 წელს დაამთავრა საჩხერის რაიონის სოფელ საირხის საშუალო სკოლა და სწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკურ ფაკულტეტზე განაგრძო.
სწავლის პარალელურად მუშაობდა კამოს სახელობის მექანიკურ-ჩამომსხმელ ქარხანაში დამლაგებლად და მუშად, 1980 წელს წითელ დიპლომზე დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ამავე წელს კამოს სახელობის მექანიკურ-ჩამომსხმელ ქარხანაში უფროს ინჟინრად, მოგვიანებით კი სამეცნიერო ლაბორატორიის ხელმძღვანელად დაინიშნა;
1982 - 1986 წლებში სწავლობდა ასპირატურაში შრომისა დ