მე დამაბრალეთ მე დამაბრალეთ თქვენი ცოდვები, ყველა შეცდომა მე დამაბრალეთ, გადმომაბრალეთ მრუში გრძნობები, სიტყვით განმსაჯეთ, მარტო დამტოვეთ. მე დამაბრალეთ ეგ დამარცხებაც, ღვარძლი და ბოღმაც მე დამაბრალეთ, მე დამაბრალეთ ხალხის ღალატი, ვერცხლზე გაყიდვაც მე დამაბრალეთ. მე დამაბრალეთ დილა უმზეო, უმთვარო ღამეც მე დამაბრალეთ, მე დამაბრალეთ ომი და შფოთი, უმწეოთ სისხლიც მე დამაბრალეთ. მე დამაბრალეთ ხალხთ გენოციდი, ცოდვის არ ხედვა მე დამაბრალეთ. მე დამაბრალეთ ქალთა სიმრუშე, სოდომ-გომორიც მე დამაბრალეთ. მე დამაბრალეთ ადამის ცოდვა, იუდად მრაცხეთ, მტანჯეთ, მაწამეთ, მე დამაბრალეთ უყვარულობა, ხალხთ სიძულვილიც მე დამაბრალეთ. მე დამაბრალეთ ყოველი ცუდი, თქვენ ანგელოზად თავი ასაღეთ, ბოლოდ უფალთან როცა წარვსდგები