თუკი სირცხვილის გაიხადეს სულის სამოსი.. თუკი სიყვარულს ეძახიან მხოლოდ ფობიას.. თუ პოეზიას არ იცნობენ ჯერაც მადლმოსილს.. გარდაცვალება ამ ყველაფერს ალბათ სჯობია.
თუ გეშინია რომ უფალი ისევ გამოგცდის.. თუ უღმერთობა ფიქრებშიაც შემოგეჩვია.. არაფერია... კადნიერი რამ არ წამოგცდეს.. წარმოიდგინე რომ უბრალოდ მცდარი ეჭვია.
დიად საწყისებს ღირსეული დასასრული აქვს.. და გზებს ეკლიანს მომავალი აგიყვავილებს. მე კვლავ ვეყრდნობი ეკლესიის კარებს სრულიად.. მოვემზადები შევეგებო ტკივილს ხვალინდელს.