იცხოვრე ისე რომ შენს ამოსუნთქვაზე დააწყდეს სუყველას ნერვი და გაგრიყონ,
მასიდან რომელიც ყოველთვის ბრძენია ისინი ცდილობენ ეს სიბრძნე გაგიყონ,
დატოვე ქალაქი თუ ღმერთის ნახვა გსურს, მოძებნე ადგილი იქ სადაც ქარია,
ღმერთს გარეუბნის ბომჟებთან იპოვი,რადგანაც ტაძრებში მაძღრები არიან
მაძღრები არიან იქ ჩინოვნიკებიც,შენ უნდა ყველანი შენს „ძელზე„ ამთხვიო,
მათ უკვე იმდენი ესკორტი აკურთხეს,ეცადე სუყველა ცეცხლში რომ გახვიო...
მე სიზმარში ვხედავ დამწვარ მანქანებს,აგურით ჩალეწილ ბანკებს და შუშებს
მე სიზმარში ვხედავ მკვდარ პოლიციელს,ძალაუფლება ასფალტის მუშებს !
მე ვაფურთხებ ყველა ცოცხალ მესიას ვინც გპირდება სიბერეს და მაღალ პენსიას
ჩვენ არასოდეს უნდა დავბერდეთ,მე ისტორიას ვაძლევ ჩემ სიას
ამ ომში იცოდე მე მარტ