წარმოიდგინე, ადამიანი
რომელიც სიგიჟემდე გიყვარს სხვის მკლავებში.
გულისრევის შეგრძნება გაგიჩნდა ალბათ,
არადა გწამდა, რომ სიყვარულს მეტი შეეძლო.
მას ეხუტება, მას კოცნის და მას ეფერება,
შენ კი ალერგიას გაძლევს სხვისი შეხება,
ტანზე გაყრის და სუნთქვა გიჭირს.
წარმოიდგინე,
საყვარელი ადამიანი სხვის სხეულზე,
როგორც ტრიალ მინდორზე იალქნიანი გემი,
ისეთივე შეუსაბამო.
როგორც მოწმენდილი ციდან წვიმა,
ისეთივე არ არსებული.
ორუცნობიანი განტოლებასავით სიყვარული,
სადაც X და Y ერთად დარჩნენ,
შენ კი საკუთარ თავთან გაბათილდი.
წარმოიდგინე,
ადამიანი რომელიც გიყვარს, სხვის მკლავებში.
გადაყვარებას თუ ვერ შეძლებ,
იქნებ იმას მაინც მიხვდე, რომ ამ ყველაფერს არ იმსახურებ.