♡ თვალებგახელილი დამრჩა მოლოდინი
და ზღვა სიყვარულის, თითქოს გაირინდა,
ბოლო ამოსუნთქვა შენთან მოვიტანე,
როცა, გადაქანცულს, ბრძოლა გამიჭირდა,
მე შენ, შენით სავსე, გული რომ გაჩუქე,
სწორედ მაშინ, მივხვდი, რომ ის არ გიღირდა,
გული მეტკინა და მსურდა გაგქცეოდი,
მაგრამ უშენობის, მართლა, შემეშინდა,
ვეღარც წავედი და ვეღარც ჩაგეხუტე
მზერა რომ ამემღვრა, ფიქრი ამიტირდა,
თითქოს დავტიროდი, აუხდენელ ნატვრას,
რომლის მოლოდინშიც, გული გამიცივდა,
თმებში რომ ჩამაწნა ნატვრამ სინანული,
მივხვდი უშენობა უკვე არ მიჭირდა,
მერე დაგიტოვე კართან გაზაფხული
და ის სიყვარული შენ რომ არ გიღირდა... ♡