-კიდე ვერ გაიგე რომ მიყვარხარ ?! - ვერა, მე მაგას ვერასოდეს გავიგებ ! - რა ვქნა ?! როგორ აგიხსნა ? როგორ გაგაგებინო ? - არ მინდა ახსნა , არც ის მინდა რომ გავიგო! - რატომ? რატომ ? არასოდეს გდომებია გაგეგო რა და რატომ ხდება შენს თავს ?! - არა... სისულელეა ეს- ,,რატომ'' ! სისულელეა ეს -,,ახსნა'' ! მე, ვგრძნობ... - ანუ ? - ანუ ის რომ როცა კარებიდან გადიხარ , ჩემი რაღაც ნაწილები თან მოგყვება და ამას მე ვერასოდეს ავხსნი - ''რატომ''... მე უბრალოდ ვგრძნობ , რომ ვცარიელდები.