გული მამწყვიტე საგულეს,
ლამაზო ფშავლის ქალაო,
შენი ტუჩ-მკლავის შამყურე
ფიქრები ამეშალაო
ე მაგ თოლებმაც მაცდუნეს,
შამამემატა ძალაო,
ისეთა გრძნობით მიცქერდი
ლამის გამიწყდა ძალაიო
შამოგეჩვიე სხვის წაწალს,
გამიჩნდი ხათაბალაო,
რამდენჯერ ამომავლიე,
ფეხით არაგვის ჭალაო,
მეძალებოდი მალიმალ,
ტიალო ორბის თვალაო,
რამდენჯერ ღამის ფრინველმა,
შაჰკივლა შაიშალაო
მთვარე ვნებისგან რამდენჯერ,
სხივებად ჩაიშალაო
ნანატრი ღამეც განდევნა,
დილამ არ დაისალაო
ველად ნაგები საწოლი,
ნისლს აიშალა შაუყვა
ფშავლის ვიწროებს,
მთებს შუა დაიმალაო...