მე ასეთი სიყვარული ვიცი- ღიმილამდე!..ტკივილამდე!..სავსე!.. ვერაფრით რომ ვერ გატყდება ფიცი, არასდროს რომ გაიცვლება სხვაზე! მე ასეთი სიყვარული ვიცი!.. ერთგულება ძარღვში სისხლად მიდგას... სიყვარულთან ტყუილი არ ვიცი, გეფიცებით,არც არასდროს მითქვამს! მე ასეთი სიყვარული ვიცი!.. სიგიჟეს რომ უტოლდება ალბათ... უანგაროდ,უსასრულოდ,დიდი- ჭეშმარიტი ვერ იქცევა ყალბად! მე ასეთი სიყვარული ვიცი!- უკვდავების ფრთებს რომ იქნევს ლაღად. ღმერთმა იცის გულწრფელი ვარ როგორ... ერთი გულის,ერთი ცა მაქვს საზღვრად. მე ასეთი სიყვარული ვიცი!.. და სხვაგვარად ვერც ვიცოცხლებ მჯერა... და მაქვს გული- უწმინდესი ფიცის!.. და მაქვს გული- სიყვარულის კერა!... მე ასეთი სიყვარული ვიცი! ერთგულების არ გატყდება ფიცი! სიყვარული ჰქვია