პირველად როცა გნახე, წვიმდა, მაშინ არაფერი გვითქვია ერთმანეთისთვის...
ჩაგეხუტე, ვგრძნობდი შენს მანტოზე სუნამოს სურნელს, შიგადაშიგ წვიმის მძაფრი სურნელი რომ დაკრავდა ...ღმერთო ჩემო ეხლაც ვგრძნობ.
...და სიჩუმე ჩვენ ორს შორის პირველმა მე დავარღვიე გითხარი რომ :"ძალიან მომენატრე"
გამიღიმე და შემომხედე.
როცა დავსხედით ჩემს ხელებზე თამაში და ფერება დაიწყე, სიცივისგან გაყინულის მხოლოდ შენ შეგეძლო ჩემი გათბობა...მხოლოდ შენ, შენი ხელებით.
და ასე ბოლომდე....
ვისხედით და ვეფერებოდით ერთმანეთის ხელებს...
მანამ სანამ ჩვენს შორის სითბოს სიცივე არ ჩაანაცვლებდა.
იცოდი რომ შენი წასვლის შემდეგ მე "არაფრად" ვიქცეოდი.თუმცა მაინც წახვედი.
შენგან ბევრი რამ ვისწავლე, ზუსტად ის რაც ყველაზე ძალიან მაკლდა, და ის