ესაია თავი 53
1 ვინ ირწმუნა ჩვენს მიერ მოსმენილი? და ვისზე გამოჩნდა მკლავი უფლისა?
2 ამოვიდა, როგორც ყლორტი მის წინაშე და როგორც ფესვი ურწყული მიწიდან, არც ტანადობა ჰქონია მას, არც დიდებულება, რომ გვეცქირა მისთვის, არც გარეგნობა, რომ მივეზიდეთ.
3 შესაზიზღი იყო ის და კაცთაგან მიტოვებული, გატანჯული და დასნეულებული. და ჩვენ სახეს ვარიდებდით მას, შესაზიზღი იყო და არაფრად ვაგდებდით.
4 მაგრამ იტვირთა მან ჩვენი სნეულებანი და ჩვენი ტკივილებით გაიტანჯა, ჩვენ კი ვფიქრობდით, რომ ნაგვემი იყო, ღმერთის მიერ ნაცემი და წამებული.
5 მაგრამ ის დაჭრილი იყო ჩვენს დანაშაულთა გამო, დალეწილი - ჩვენი ურჯულოების გამო; ჩვენი სასჯელი მასზე იყო; და მისი ჭრილობებით ჩვენ განვიკურნეთ.
6 ჩვენ ყველანი ცხვრებივით გზას ავცდით