სულის ამაჩუყებელია ის ვიდეო სადაც 2008 წლის აგვისტოში გმირობის ჩამდენი პილოტი სოსო ოსორაული, რომელიც დღეს კონგოშია დატყვევებული, დედას მიმართავს, თუშური დიალექტით და თხოვს რომ სახლი [„შინა“] არ გაყიდონ მის დასახსნელად და რომ ამის სანაცვლოდ თავისი 4 შვილი კარგად გაზარდონ [„კაი ბალღებ დაზარდეთ“]. ასევე, თხოვს დედას, რომ არ დაიჯეროს რომ ის მკვლელია და თითქოს ვიღაცეები ჩახოცა... [„გთხოვთ არ დაიჯეროთ, მე არავინ არ ჩამიხოცავ“]...https://www.youtube.com/watch?v=Fa6fvz4Hw-4როგორც სახელმწიფოს, ისე სამოქალაქო საზოგადოებას მოვუწოდებთ, რომ გავერთიანდეთ და ყველა ძალა ვიხმაროთ სოსოს გამოსახსნელად! ამ მაგალითებზე მომავალი თაობები იზრდებიან, და ჩვენზეა დამოკიდებული თუ როგორი ერთიანობის მაგალითს ვაჩვენებთ! >