ხომ არის ხოლმე "გადასატანი"დღეები..."ფეხზე ვერ დავდგები"დღეები..."მეტი აღარ შემიძლია"დღეები..."დავიტანჯე"დღეები...მხრებჩამოყრილი დღეები..."ყელში ამოვიდა" დღეები...გულგახეთქილი დღეები...ამ დროს იცი რა უნდა ქნა?! საკუთარი სხულიდან უნდა გამოხვიდე,შენს თავს მეგობარივით გვერდში ამოუდგე,შენივე ხელი მხარზე გადაიდო,წამოაყენო...ასე ნაბიჯ-ნაბიჯ...ეს "მეზარება"დღეები რომ ჩამოიცილო მხრებიდან...მერე უნდა დაითვალო ნაბიჯები...ოცამდე და პირიქით...მანამდე სანამ,პატარა ნაპერწკლს არ დაინახავ სიცოცხლისას...იმ "ტუჩებდაბუჟებული"დღეების გასაცრელად...იმ "არაფერი აღარ მინდა" დღეების დასამარცხებლად... -კიდევ რა უნდა ქნა?!-საკუთარ თავს დაელაპარაკე,გულახდილად უთხარი,გამოუტყდი ყველაფერში...რა გინდა...რატომ ხარ ას