დედავ -- სიცოცხლის დიდო საწყისო, დედავ -- სიცოცხლის ბურჯო მაგარო, .. ეს გული შენი გულით ხალისობს, ...შენი თვალებით ვხედავ სამყაროს ჩემს აკვანს ფერად ღილკილებიანს შენ დამღეროდი „ნანას", „მზე შინას", .. რამდენი ღამე არ გძინებია, რომ ჩემთვის ძილი გესწავლებინა როცა მაცნობდი წარსულს დარდიანს, შენს ხმაში კრთოდა სევდა ფარული, .. შენ შემაყვარე, დედავ, ნამდვილად ჩემი ქვეყანა, ჩემი მამული შენ ჩემი ხელი ხელში გეჭირა, ამ მშორდებოდი წუთით, საათით, რომ სიარული გესწავლებინა შენც დადიოდი ჩემთან ტაატით. მე შენი წმინდა შუქი მეფინა, შენსკენ მოვრბოდი ხელებგაშლილი, რომ ლაპარაკი გესწავლებინა, შენც ტიტინებდი ჩემთან ბალღივით. დედავ, ვიყავით თითქოს ტოლები, თითქოს ფიქრები გვქონდა საერთო, შენც ჩემს გაკვეთილს იმეორებდი