სიკვდილ-სიცოცხლის ეულ პატიმარს
ღმერთი ოცნებას მაწვდის საკანში,
ბედნიერება არომატია,
ჩაისუნთქავ და უფრო დაგამშევს.
ოცნება ყოფნის არის სიმბოლო,
და ღმერთი ყველას უხვად გვირიგებს,
ვინც პირველია, ის არის ბოლო,
გზაც იშვიათად არის ბილიკი.
ვერ ვიგალობე სულზე მარტივად,
ყელში წამავლო მიწამ ხელები,
უბედურებაც არომატია,
სუნთქავ და მაინც რომ ვერ ელევი.
მტვერში დაეცა გული უვნებო,
ცად ამაღლების, ღმერთო, მაგიერ,
რაღაც მტკივა და ვერ გეუბნები,
ალბათ ამიტომ უფრო მატკიებ.
იქნებ სხვამ გითხრას ჩემზე უკეთ და
სხვამაც თუ ვერ თქვა როგორც მე მინდა,
იგავები ხომ მრჩება ნუგეშად,
ამოკრეფილი სახარებიდან.
რადგან გულს აღარ ძალუძს მონობა,
მასთან რაც მოდის, იმას ამოვკრეფ,
ბრბო კი იყვირებს, რომ ურწმუნო ვარ
და როგორც თომა,