ვტირი და ვეღარ მიტირია ცრემლი ქცეულა დარდად.ყველა საფლავი სიკვდილია დედის საფლავის გარდა. ჩივის და გულს ვერ უჩივლია ციდან ეშვება ფარდა ყველა აკლდამა დუმილია დედის აკლდამის გარდა. ყვავის ვარდი და გლიცინია ხარობს დუკა და ბალბა ყველა სიმღერა ქვითინია დედის სიმღერის გარდა. ჩემი ბუზღუნი სირცხვილია ჩემს ღმერთს ვუყვარვარ რადგან ყველა სიკვდილი სიკვდილია დედის სიკვდილის გარდა.....