სულაც არ მინდოდა მაინც გამახსენა. წვიმა არ მინდოდა ზეცამ დამასველა. ნიავი მინდოდა და ქარი დაქროდა ყიდვა მინდოდა და ჯიბეში რა მქონდა სითბო მინდოდა და ზამთარი მათოვდა როდესაც მციოდა არავინ მათბობდა. ღამე მინდოდა და უცბათ თენდებოდა წუთი მინდოდა და წამათ გრძელდებოდა, მეტირებოდა და ცრემლი გამქრალიყო ფხიზელს ვეძებდი და ყველა დამთვრალიყო. კეთილს ვეძებდი და ვპოულობდი ბოროტს წინ მივდიოდი და სულ მტოვებდნენ ბოლოს. ჩუმად ვიყავი და ჩუმად ხმადაბლაო დავიღლებოდი და ჩქარა რა დაღლაო. ყიდვა მინდოდა და ვკეტავ დაბინდდაო ჩემს სახლს ვაღებდი და შენ აქ რაგინდაო. არ ვჩხუბობდი და ჩხუბის ბუნტიაო არ მომიპარავს და ეგეც ქურდიაო. რიგში ვიდექი და ეს აქ დაიცდისო მართალს ვამბობდი და ამან რაიცისო. სიცოცხლე მინდოდა და სიკვდილი