ემიგრანტების
გულისტკივილი.
გაჭირვებამ და ჯაბახანამ გადმოგვიქუხა,
და ჩვენი ჯიშის და ჯილაგის არ არის თემა,
გამოვიხურეთ კარები და რკინის
ქალამნით,
გზას დავადექით, ლუკმაპურის
დავიწყეთ ძებნა.
ემიგრანტები-ქალთა ქარავანს არ უჩანს ბოლო,
გადავიქცეთ მონებად და ფულის
მანქანად,
ახლავს ამ წუხილს საფიქრალი
მეტად მზაკვრული,
მე მეშინია არ გადავიქცეთ
ასე სხვა ხალხად!
დანგრეულ ბუდეს წააგავს სახლი
უდედოდ,
ჩვენი სახელებიც განიცდიან ალბათ
სიობლეს,
უჩვენონ ვფიქრობ მოიწყინა საქართველომაც,
და ჩვენც ვლოცულობთ
სამებაზედ,წმინდა სიონზედ!
იქნებ დადგეს დრო, იქნებ ვიხილოთ
სამშობლო კიდე