დედები ბერდებიან,დედები თეთრდებიან,
თეთრ ფიფქად ეგებიან შვილების ნაბიჯებს.
შვილები ვერ ხვდებიან ,მთებს როგორ ერევიან-
დედით რომ აღწევენ მიუვალ ნაპირებს.
დედები გვპირდებიან,ჩუმ-ჩუმად ილევიან...
და მაინც გვიტოვებენ მომციმარ აპრილებს....
დედები გულით გრძნობენ,დედობა სხვაფერია-
იციან წვიმას როდის აპირებს...
დედობა ასეთია,უსიტყვო მზადყოფნაა-
ქარში და ავდარში სიმშვიდის სავანე.
სანამ დედა გვყავს მუდმივი ბავშვობაა,
დედობა სიკეთეა,მეხუთე-სხვა მხარე...
შვილები იზრდებიან,შვილებმა რა იციან,
დედების წინაშე მთებიც მხრებს იდრეკენ!
დედები შვილისთვის ცეცხლშიაც გაივლიან,
შვილებსაც,დედებსაც გვქონოდეს სიკეთე!
დედები ბერდებიან,დედები თეთრდებიან...
თეთრ ფიფქად ეგებიან შვილების ნაბიჯებს...
შვილები ვერ ხვდებიან, მთ