ჩემს დაბადების დღეებზე, როცა სანთლებს ვაქრობდი, გულში ვიძახდი: „რომ მქონოდა სამი სურვილის უფლება, ჩავიფიქრებდი: "მე", "შენ", "ჩვენ"… მერე რა, რომ ოცნებები ხშირად არ სრულდება, მაინც გინატრებ! ვერ ძლებს ოცნება აუსრულებლად! მეც ამისრულდები!“... ახალ წელს ყოველთვის გჩუქნიდი ერთსა და იმავეს, მთელი წლის ფიქრებს... შენთვის არაფერს ნიშნავდა, ჩემთვის - ყველაფერს. ბავშვი აღარ ვარ... გავიზარდე და მაინც, სულ ცოტათი მჯეროდა, რომ ახალი წლის ღამეს ჩაფიქრებული სურვილი აუცილებლად ახდებოდა. მარტო სულელს ეპატიება გიჟური ოცნება… სულელი ვიყავი... არ დაიჯერებ... და ვერაფრით ვერ წარმოიდგენ – რა საოცარი სიყვარულით მიყვარდი მაშინ... უბრალოდ ჩემი ბედნიერი წამები იყავი, ყველაზე ახლო, ყველაზე ძვირფასი! მე შენს სიყვარულ