ჩემი უსასრულო ფიქრი ხარ,
ჩემი სიყვარულის კონა.
ჩემი სილამაზის საზომი,
ჩემი მცნებების ზონა.
ჩემი მოელვარე ვარსკვლავი,
ჩემი გამხილველი ცოდვა.
ჩემი სიხარულის საბაბი,
ჩემი ღამეული ბოდვაც.
ჩემი უსახელო ლექსი ხარ,
ჩემი დარცხვენილი მუზა.
ჩემი ბედნიერი ცრემლების,
ზღვაში ჩაშვებული ღუზა.
ჩემი უპასუხო კითხვა ხარ,
ჩემი პაწაწინა ია.
ჩემი გაუშლელი ყვავილი,
ჩემთვის გასროლილი ტყვია 💖