***
ჭიქით ხელში, ფეხზე მდგარი გლოცავთ ჩემო ჩოხელებო,
შავი არაგვის ხეობას ვუპატრონოდ მეგობრებო,
ერთად ვიყოთ, მტერს ვეჯიბროთ ბიძაშვილურ სიყვარულში,
გუდამაყრის მონატრება დავიტიოთ ყველამ გულში.ჭიქას ვცლიდეთ და ვამბობდეთ - ჩოხელები ვართ გვარადა,
მთიელის სისხლი გვიდგია, გუდამაყრული თავადა,
მაღალი მთების სიყვარულს გულში არასდროს ვმალავდეთ,
მრავალი წელი იცოცხლეთ, წმინდა გიორგი გფარავდეთ.