არ უნდა იყო იმ ადამიანთან, რომელიც შენი სითბოს, სინაზისა და მზრუნველობის პასუხად სიცივეს და უყურადღებობას გჩუქნის. ვალდებული არ ხარ ვინმეს თავი შესწირო, ასეთ მსხვერპლს მაინც არავინ დაგიფასებს. ცხოვრება ერთია და ის იმ ადამიანთან უნდა გაატარო, რომლისთვისაც ძვირფასი ხარ; რომელიც ყოველთვის ცდილობს გაგახაროს, რაღაცით გასიამოვნოს და იმედები გაგიმართლოს. ურთიერთობას სიხარული უნდა მოჰქონდეს და არა ტანჯვა.😏