"მე ლამაზი უკვე ვიყავ,
ახლა მშვენიერი ვარ,
ბავშვივით რომ გავბრიყვდები,
სიყვარულზე ვმღერივარ.
არც ალუბლის კუნწულა ვარ
არც ნარცისის ღერო ვარ,
უბედური არ ვარ მაგრამ ...
აღარც ბედნიერი ვარ ...
მე რად მინდა, ძვირფასო,
გობანი და საბანი,
თივთიკები ფუმფულა
ვარდის წყალში გაბანილს.
უდაბნოში დავეგდო,
ქვიშა იყოს საბანი,
ოღონდ მელანდებოდეს
თეთრი იასამანი.
მეფის ქალი რად მინდა,
ან ოქრონი ქალისა,
მოტყუება ცხადის და
მოთმინების წამალი.
ოღონდ მელანდებოდეს
ხატი ანგელოზისა,
ოღონდ მენატრებოდეს
თეთრი იასამანი.
ბაადურ ბალარჯიშვილი
აბააა.... მე ლამაზი ადრე ვიყააავ ...
ხოდა ახლა დააანებეთ ჩემ სურათებს
თავი, საუკუნის წინ გადაღებულებს.
დაე ვისაც შნ