სული დამეღალა ღმერთო,გულზე სიამაყე მეწვის,სევდა კიდევ უფრო ნაღვლობს,უმძიმს მწუხარებით შეშლილს.ვეღარ გავასწორე მზერავეღარ შევეგებე მერმისსსადაც გავიხედე ბნელაირგვლივ ხიდებია ბეწვისჩემ წილ ჯვარს მოვათრევ დღემდეუკვე დამეღალა მხრებიფეხი ამერია გზებზემალე დავიჩოქებ ვხვდები.ახლა ზუსტი დროა ლოცვის,მონანიების და ცრემლის,სხვა აღარაფერი ძალმიძსსხვა არც არაფერი მშველის.ღმერთო ამიხილე თვალიგულის,გონების და რწმენის,გთხოვ გამომიწოდე ღმერთოშენი მადლმოსილი ხელი.ლოცვად გადმიქციე სიტყვა,რისხვა ჩამიკალი გულშითმენა შემადწავლე ღმერთო,რწმენა გამიღვივე სულში...თორემ მიძნელდება ხედვა,ბოროტი თვალნათლივ მებრძვის,შენსკენ მოსასვლელი გზებიხიდად გადამექცა ბეწვისსული დამეღალა ღმერთოგულზე იარები მეწვის!!!