აღარ გვიზიდავს ვნება ოდაში,
არ ვეგებებით კოცნით ალიონს,
უკვე მოძველდა გრძნობა მოდაში,
მინდა ფრაზებმა რითმა არიოს.
ვარქმევთ სიყვარულს,ვკოცნით ტუჩებში,
სულ არ გვაღელვებს სხვისი აზრები,
დავიზლაზნებით არყით ქუჩებში,
შევსებას ითხოვს ბლანკი ხაზები.
საკურთხეველთან ოქროს ბეჭედით,
პულსსაც ვუსინჯავთ საცოლის მაჯას,
მზად ვართ ოჯახი ვზიდოთ ბეჭებით,
კაცურად შევხვდეთ საკადრის გარჯას.
მოვლენ სტუმრები,აბა ადექით,
გზა დაულოცეთ ნაშვილებ ოჯახს,
ჭიქა ღვინისგან სმაზე ნაცეკვი,
ისევ აყვება დალოცვა მოდას.
დაგლოცავთ შვილო ,დაგლოცავთ ღვინით
თქვენთვის ეხაროს ტირიფებს ბაღში
მერე წახვალთ და შურით და ჟინით,
იტყვით რა უშ