მე სიყვარულზე, რას გეტყვი ახალს?
,,მიყვარხარ"–ადრეც ბევრჯერ თქმულია.
ფერადი, თავად გრძნობაა ალბათ,
სიტყვები, ყველა უფერულია.
არ შემცივდება არასდროს, რადგან,
ვცხოვრობ იქ სადაც შენი გულია.
არ შემცივდება არასდროს, არა,
შენს გულში თუ კი გაზაფხულია.
არ მომბეზრდები არასდროს რადგან,
ეს სიყვარული არნახულია
და შენთან ყოფნის ყოველი წამი,
ღვთის ნაჩუქარი სასწაულია.