ერთ სოფელში მორწმუნე ქალს ერთადერთი შვილი გარდაეცვალა და ღმერთს შესჩივლა: _ მე შენი სიყვარულის გულისთვის ბევრ დაცინვას,აბუჩად აგდებასა და გაჭირვებას ვიტანდი.ჩემს გარდა აქ არავინ იყო მორწმუნე,შენ კი შვილი წამართვი,რატომ წაიყვანეო.იმავ საღამოს ამ ქალმა ჩვენება იხილა _ ანგელოზებმა წაიყვანეს უფალთან და წარადგინეს მისი საჩივარი.გაისმა ხმა უფლისა,ჰკითხა ქალს,თუ რას ითხოვდა იგი.შვილი დამიბრუნეო, _უპასუხა ქალმა.გინდა შენი შვილი ნახო? _ ჰკითხა უფალმა. _ დედა ვარ და მინდაო, _ შესტირა ქალმა. _ ანახეთ თავისი შვილი! _ გასცა ბრძანება უფალმა. გამოუყვანეს შვილი და გაიხარა დედამ. _ახლა რაღას მთხოვ? _ ჰკითხა უფალმა. _რატომ წაიყვანეო, _ უსაყვედურა ქალმა. უბრძანა უფალმა ანგელოზებს, _ აჩვენეთ ამ ქალს,რას ჩაიდენდ