რამდენი სიყალბეა...მე ცოტა დავიღალე,
ისეთი ნისლია, რომ გზა ვეღარ გავიკვალე,
გრძნობებიც ყალბი გახდა, ეს ყველაფერი გავითვალე,
ვის რა ნიღაბი აქვს, ესეც ვერ გავითვალე?
ცოტა მეწყინა და გულიც დამწყდა,
ადამიანობა თითქმის ყველგან გაწყდა,
დაძმობის,მეგობრობის ხიდი ყველგან ჩატყდა,
ერთგულებაც კი,მგონი,სულაც გაქრა...
სიყვარულს შეგფიცებენ,აზრებს დაგახვებენ,
გრძნობებს ხროვასავით გარს შემოგახვევენ,
გაგიღიმებენ და თავბრუს დაგახვევენ,
დრო გავა,ნიღაბსაც მალე დაამსხვრევენ...
ეს ჩვენი სამყარო დიდი თეატრია,
ტყუილში ყოფნა კი ჩემთვის სასჯელია,
ვის რისი როლი აქვს, უკვე ამერია,
ვერ შეგემატებით,გულის ამრევია...