ადამიანის ხასიათის ამოცნობა მისი თვალის ფერის მიხედვით არაა ძნელი, თუ გვეცოდინება ესა თუ ის ნიშანთვისება, რაც თითოეულ ფერს შეესაბამება. ითვლება, რომ ადამიანებს, რომლებსაც მუქი ფერის თვალები აქვთ, ძლიერი ხასიათი და მტკიცე ნებისყოფა აქვთ, როცა ღია ფერის მქონე ადამიანები მორიდებულობით და სიმორცხვით ხასიათდებიან. შავი თვალები: ვნებიანი, ენერგიული ადამიანები, ინიციატორები. ხასიათდებიან განსაკუთრებული შეუპოვრობით, ადვილად უმკლავდებიან ცხოვრებისეულ სირთულეებს. არიან აზარტულები, უყვართ მოქმედება და ყურადღების ცენტრში ყოფნა. გადაწყვეტილებებს იღებენ დაუფიქრებლად, ამიტომ ხშირად ცდებიან. ყავისფერი თვალები: მიმზიდველი, ტემპერამენტული, მგრძნობიარე, მახვილგონიერი და იმპულსური ადამიანები. ზოგადად, მუქი ფერი