გადაუქროლა მაყრიონმა არაგვის ჭალებს,
შეწყდა სიმღეარა გზაზე მხოლოდ ნამქერი წივის,
მომაგონდება ამ ჭალების ქარბუქში მწარედ,
გუდამაყარი, შემოდგომა, შენი ქორწილი.
ჩემო ლამაზო ნეტავ ახლა მაინც სადა ხარ,
ვისი ერდოდან ამოაფრენ ამაყ არწივებს,
ასი წლის მერეც გამახსენებს შენი დანახვა,
ჩემი ბავშვობის სიყვარულსა და სიყმაწვილეს,
მე ისევ გსახავ გაზაფხულის პირიმზესავით,
არ მავიწყდება მაყრიონის ცხენთა ჭენება,
ზათქით, სრიალი მოვარდრება მთებიდან ზვავი
და ბურსაჭირის ვიწროებში ჩაიჭედება,
შენ კი სადახარ შენზე ფიქრობს მთელი მაყარი,
შენმა მაყარმაც შეიყავარა გუდამაყარი.