„ერთხელ სიღნაღში-მეცხრე ცაზე უმიზეზოდ’’ თუ თქვენ ერთხელ მაინც არ განგიცდიათ ბედნიერების პიკზე ყოფნა,მაშინ ბევრი დაგიკარგავთ.მითუმეტეს იმ შემთხვევაში,როცა მეცხრე ცაზე ხარ თანაც უმიზეზოდ-ეს ყველაზე უცნაური და ამავდროულად სასიამოვნო გრძნობაა,რომელიც ჩემი 15-წლიანი ცხოვრების მანძილზე დაგროვილ განცდათა სკივრში მეგულება. როდის ხდება ეს? ადგილს,დროს და ვითარებას არანაირი აზრი არ აქვს.ეს ხდება უბრალოდ,მარტივად,დიდი გრძნობით... შენ მიზეზს ვერ ახსნი!უბრალოდ ხვდები,რომ სულს გაფრენა სურს და გული საგულეში ვეღარ ეტევა... -მარიამ!მარი!გაიღვიძე გოგო!გაიღვიძე-თქო!რა ძილისგუდა ხარ!-ძილბურანში ჩამესმოდა ბუნდოვანი სიტყვები და ტკბილ ძილს მიფრთხობდა.მე კი თვალებს განგებ არ ვახელდი,იმ იმედით,რომ ‘’მტანჯველი